73 წლის კაცს, რომელიც ტიტების გაყიდვისთვის დააჯარიმეს, უკვე 10 ათასი ლარი შეუგროვეს

0
73 წლის კაცს, რომელიც ბზობას ტიტების გაყიდვისთვის 3 ათასი დააჯარიმეს, უკვე 10 ათასი ლარი შეუგროვეს. მიშა ბაბუს თანხას ხვალ, 16 აპრილს გადასცემენ. მიშა ბაბუს ვიდეო, სადაც ის დაჯარიმების შესახებ ყვება 14 აპრილს რადიო თავისუფლებამ გაავრცელა. , , გამოვედი წამლის საყიდლად ოთხის ნახევარზე და გამოვაყოლე 70 ტიტა. ავედი ვთქვი, რომ წამლის ფული არ მქონდა და უნდა მივსულიყავი და წამალი გამომეტანა. დავდექი ეკლესიის წინ და ვცდილობდი რომ გამეყიდა. გავყიდე 9 ცალი, 9 ტიტა და ამის გულისთვის დამაჯარიმეს 3 000 ლარით. ავიღე 6 ლარი. პოლიციელებს ვეხვეწებოდი ნუ დამაჯარიმებთ, სამი ობოლი მყავს, მაგრამ არ გაითვალისწინეს", — ამბობს ის.
#მიშაბაბუ
#ტიტებისგამყიდველი
#ჯარიმა
#tbilisidaily
0