შესაძლოა თუ არა ნაყოფის დაინფიცირება

Tbilisi Daily

თუ დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს, არ არსებობს მიზეზი, რომ მშობიარობის დაჩქარება აუცილებელი გახდეს. უფრო მეტიც, თუ ქალმა ახალი კორონავირუსული ინფექცია ფეხმძიმობის დროს გადაიტანა, ეს კარგიც არის, რადგან ასეთ დროს ბავშვის დაავადების შანსები მცირდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ საკეისრო კვეთა არ უნდა გაკეთდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქალს COVID-19 აქვს ან მასზე ეჭვი არსებობს. ამ პოზიციას სხვა სამედიცინო ორგანიზაციებიც ეთანხმებიან.