ქობულეთის მუნიციპალიტეტში თოვლისა და ლიპყინულის გამო გადაადგილება შეფერხებულია
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ქობულეთის მუნიციპალიტეტში თოვლისა და ლიპყინულის გამო გადაადგილება შეფერხებულია. ამ ეტაპზე მაღალი ზონის სოფლების საავტომობილო გზები იწმინდება.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების განმარტებით, პრობლემური მონაკვეთებია სოფელიდაგვა, ჩაქვისთავი, ჭახათი, ქვედა და ზედა კვირიკე დააჭყვა,სადაც ხუთი ერთეული ტექნიკაა მუშაობს და შიდა სასოფლო გზების გაწმენდა მიმდინარეობს.
ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ სტიქიასთან ბრძოლის საკოორდინციო შტაბში, ამ დრომდე არცერთი შეტყობინება არ შემოსულა.