სტუდენტები ამბობენ, რომ ისინი მოტყუებით ჩააბეს პუტინის მხარდამჭერ „ფლეშმობში“
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსეთის რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები აცხადებენ, რომ ისინი მოტყუებით შეკრიბეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერ ე.წ. „ფლეშმობში“ მონაწილეობის მისაღებად. ასეთი აქციები ამ დღეებში რუსეთის სხვადასხვა რეგონში ტარდება წინასწარი შეტყობინების გარეშე, რაც სავალდებულოა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე.
კერძოდ, როგორც სტუდენტური გამოცემა Doxa იუწყება მოსკოვი ტიმირიაზევის აკადემიის სტუდენტებს უთხრეს, რომ „ფლეშმობილი“ ეძღვნებოდა რუსეთის დროშას, ხოლო მოსკოვის სახელმწიფო იურიდიულ უნივეესიტეტში ღონისძიების თემად დაასახელეს „ქვეყნის მხარდაჭერა კორონავურუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.“
როდესაც სტუდენტები გადაღებაზე მიიყვანეს მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში, მათ სთხოვეს ხმამაღლა ეყვირათ სიტყვები: „ჩვენ გვყავს ერთი პრეზიდენტი, ერთად ჩვენ ყველას დავამარცხებთ! ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! პუტინი - ჩვენი პრეზიდენტია!“
პუტინის მხარდამჭერი პირველი „ფლეშმობი“ 23 იანვარის ანტისამთავრობო აქცის შემდეგ, წამოიწყეს ეკატერინბურგის ერთ-ერთი კომპანია „სიმა-ლენდის“ თანამშორმლებმა, ვლადიმირ პუტინის მხარადსაჭერად. ამის შემდეგ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება დაიწყეს რუსეთის სხვა ქალაქებშიც. როგორც წესი, „ფეშმობები“ ტარდება საწარმოებსა და ღია მოედნებზე.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31090658.html
#ახალი_ამბები
#twitter