3 votes
comments
shares
Save
ჩვენი რესურსით, ერთდროულად შეგვიძლია ვუმკურნალოთ 853 მძიმე პაციენტს, ამაზე მეტი სისტემას დაბლოკავს
63 reads
Mediamall
Tbilisi · 3 months ago

საქართველო COVID 19-ის ინფექციის გავრცელების პიკის მოლოდინშია. კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 300-ს გასცდა, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, იმას ნიშნავს, რომ გავრცელების ტემპი გაორმაგდება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანას ერთდროულად მხოლოდ 853 მძიმე პაციენტის მკურნალობის რესურსი აქვს.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა პრევენციის მიზნით დადგენილ წესებს არ დაემორჩილება, დაახლოებით 1 თვეში ინფიცირებულთა რაოდენობა 5 ათასს მიაღწევს, არც ჯანდაცვის სისტემის პარალიზებას გამოიწვევს.

"გვაქვს ძალიან კარგი შანსი იმისი, რომ კვლავაც თავიდან ავიცილოთ ეპიდემიის სწრაფი პიკური გავრცელება, მაგრამ თუ არ გამკაცრდა ეპიდემიის კონტროლისთვის დისტანცირების ზომები და, მით უფრო, შესუსტდა და არ დავიცავით ის, რასაც აქამდე ვიცავდით და არ დავიცავით ზედმიწევნით მკაცრად, რა თქმა უნდა, იმისი რისკები, რომ ეპიდემიის გავრცელება მიიღებს სწრაფ და ფართო ხასიათს, სრულიად თვალსაჩინოა.

ჩვენ აქამდე ერთეულ შემთხვევებზე ვსაუბრობდით და თუ გავუშვით ხელიდან ის ბერკეტები, რაც გვაძლევს ეპიდემიის შეკავების საშუალებას, შესაძლოა, 2-3 კვირაში გვქონდეს 2,500 შემთხვევა, კიდევ ორ კვირაში - 5,000. ესეც საშუალო გავრცელების შემთხვევაში. უფრო მაღალი გავრცელების დროს, რა თქმა უნდა, ციფრებიც უფრო მაღალია მოსალოდენელი.

853 პაციენტი სისტემაში ერთდროულად რომ მოხვდება ეს სისტემას მთლიანად ბლოკავს და მომდევნო 854-ე პაციენტისთვის ის სუნთქვის აპარატი მზად ვეღარ იქნება. აქაც მთავარია ის, რომ ჩვენ შევეცადოთ მაქსიმალურად, კორონავირუსით ინფიცირებული 853 პაციენტი ერთდროულად არ გახდეს სისტემისთვის სამკურნალო," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, საქართველო ახალი კორონავირუსული ინფექციის, COVID 19-ის ფართომასშტაბიანი შიდა გავრცელების ფაზაში შევიდა. იმატა ინფექციის ე.წ. მეოთხეული გადაცემის შემთხვევებმა, ანუ როდესაც ვერ ხერხდება იმის დადგენა, ვისგან გადაედო ადამიანს ვირუსი. სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე ქვეყანაში საგანგებო ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა.

#georgia #coronavirus #covid19 #stopcovid19 #health #pandemy #quarantine #stayathome
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
3
Write a comment