ადამიანების სახლში დატოვება 10 მაისამდე ისე, რომ არ უთხრა მათ, რას პირდები კონკრეტულად-ბაქრაძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141540# ადამიანების სახლში დატოვება 10 მაისამდე ისე, რომ არ უთხრა მათ, რას პირდები, კონკრეტულად, რითი დაეხმარები, უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენებს ადამიანებს - ამის შესახებ , , ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქარაძე აცხადებს. მისი თქმით, გადარჩენის კონკრეტული ეკონომიკური გეგმის გარეშე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს ვერ დაუჭერენ. "იმ პირობებში, როდესაც ათეულობით ათასი ადამიანი აპრილში რჩება უხელფასოდ და ათეულობით ათასი თვითდასაქმებული ვეღარ გამოიმუშავებს ოჯახის შესანახად თანხას, ადამიანების სახლში დატოვება 10 მაისამდე ისე, რომ არ უთხრა მათ, რას პირდები, კონკრეტულად, რითი დაეხმარები, აპრილში, გასცემ თუ არა სახელფასო კომპენსაციას, ეხმარები თუ არა თვითდასაქმებულებს და სოციალურად დაუცველებს, ასეთი კონკრეტული დაპირებისა და დახმარების გარეშე, საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდვების გაგრძელება, უბრალოდ დაანგრევს ეკონომიკას და უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენებს ადამიანებს" - ამბობს ბაქრაძე.
0