PlayStation 32-ბიტიანი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, რომელიც გამოშვებული იქნა Sony Computer Entertainment-ის მიერ 1994 წლის დეკემბერს იაპონიაში, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში - 1995 წლის სექტემბერს. PlayStation არის PlayStation სერიის პირველი კონსოლი. იგი როგორც ნაწილი მეხუთე თაობის თამაშების კონსოლისა, კონკურენციას უწევდა Nintendo 64-სა და Sega Saturn. 2000 წელს გამოვიდა "სლიმ" ვერსია სახელწოდებით PSone, რომელმაც ჩაანაცვლა ორიგინალი ნაცრისფერი კონსოლი.
PlayStation არის პირველი "კომპიუტერული გასართობი პლატფორმა", რომლის გაყიდვების საცალო რაოდენობამ 100 მილიონ ეგზემპლიარს მიღწია 9 წლისა და 6 თვის განმვალობაში კონსოლი დადებითად იქნა შეფასებული კრიტიკოსების მიერ; მათ შეაქეს კონსოლის 3D განზომილების ხარისხი.
PlayStation-ის მომდევნო კონსოლი არის PlayStation 2, რომელზეც თავსებადია მისი წინამორბედის თითქმის ყველა ვიდეო თამაში. საბოლოოდ, გამოშვებიდან 10 წლის შემდეგ გაყიდული იქნა 102 მილიონი ეგზემპლიარი. 2006 წლის 23 მარტს, გამოსვლიდან 11 წლის შემდეგ და PlayStation 3-ის გამოსვლიდან რამდენიმე თვით ადრე სონიმ შეწყვიტა კონსოლის მხარდაჭერა