ეკლესიის კლასტერის გამოყოფაზე, მე მგონი ყველაფერი გარკვეულია... - მეუფე ანდრია

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142879 მთავარ სახელმწიფო ორგანოში, პარლამენტში და ზოგიერთი თანამდებობის პირებიდანაც, რაც მაკვირვებს მე, რადგან ამ ადამიანების ამომრჩეველი არიან ეკლესიის წევრებიც და ამგვარი შეფასება ვფიქრობ,რომ ზუსტად მათ პოლიტიკურ მოუმწიფებლობაზე მეტყველებს - ასე ეხმაურება გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია პანდემიის პირობებში დაწესებულ აკრძალვებს. მისი თქმით, ეკლესიის კლასტერზე ყველაფერი გარკვეულია და ნათელია, რომ პოლიტიკოსებს ეკლესიისა და სასულიერო პირების სტიგმატიზირებისკენ იყო მიმართული.​ მეუფე ანდრია ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ეკლესიის მრევლი მისი ამომრჩეველია. "ეკლესიის კლასტერის გამოყოფაზე, მე მგონი ყველაფერი გარკვეული არის. ვწუხვარ იმაზე, რომ ვხედავდით ამ დღეების მანძილზე მცდელობას და მოწოდებას ეკლესიის წევრების სტიგმატიზაციისაკენ. ვხედავდი, სამწუხაროდ, მთავარ სახელმწიფო ორგანოში, პარლამენტში და ზოგიერთი თანამდებობის პირებიდანაც, რაც მაკვირვებს მე, რადგან ამ ადამიანების ამომრჩეველი არიან ეკლესიის წევრებიც და ამგვარი შეფასება ვფიქრობ,რომ ზუსტად მათ პოლიტიკურ მოუმწიფებლობაზე მეტყველებს, - ამბობს მეუფე ანდრია.