საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 71-მდე გაიზარდა

0
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 71-მდე გაიზარდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 306 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 71 ადამიანი, გარდაიცვალა სამი. კარანტინის რეჟიმში რჩება 5034, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 463 პირი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
#coronavirus
#covid19
#georgia
#recover
#health
#კორონავირუსი
#კოვიდ19
0