მეუფე იობი მრევლს მოუწოდებს, ექიმებს არ დაუჯერონ, რითაც სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებისკენ უბიძგებს

ByOn.geGeorgia
0
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ექიმებს არ დაუჯერონ, რაც ადამანების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებაა. მიუხედავად საგანგებო მდგომარეიბისა, სასულიერო პირი მრევლს სააღდგომო მსახურებებზე ეკლესიაში მისვლისკენ მოუწოდებს და ჰპირდება, რომ თუ "რწმენით მივლენ", მათზე "არანაირი განსაცდელი არ იქნება". "მთავარი უნდა იყოს პატრიარქის მოწოდება და არა ურწმუნო მთავრობის და ექიმების. ჩვენ ღმერთს ვესავთ, როგორც ვესავთ, ისეთივე წყალობა გვექნება უფლისაგან. სასოება ეს არის იმედი, რწმენა. თუ ჩვენ რწმენით მივალთ, ჩვენზე არანაირი განსაცდელი არ იქნება", — ქადაგებს მეუფე იობი.
#news
#religion
ByOn.geGeorgia
0