ბათუმში შესვლა-გამოსვლის აკრძალვა ყველას არ შეეხება

0
დღეიდან, საღამოს 9 საათიდან, ბათუმში შესვლა-გამოსვლა იზღუდება. ქალაქს მოქალაქეები ვერ დატოვებენ და ვერ შემოვლენ, თუმცა ამ წესიდან გარკვეული გამონაკლისები არსებობს. შეზღუდვა არ შეეხება ბათუმში რეგისტრირებულ პირებს. თუ ბათუმში ხართ რეგისტრირებული, ქალაქში შესვლას შეძლებთ, თუმცა ვეღარ დატოვებთ. ქალაქში შემოსვლას შეძლებენ ბათუმში რეგისტრირებული ის პირებიც, ვინც სხვა "ჩაკეტილ" ქალაქში იმყოფება. თუ სხვაგან ხართ რეგისტრირებული და ბათუმის დატოვება გსურთ, ამ შემთხვევაში ბათუმს თავისუფლად დატოვებთ, თუმცა ვეღარ შემოხვალთ. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სამედიცინო პერსონალზე, თუკი ისინი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებენ. არ შეიზღუდება სატვირთო გადაზიდვებიც. არ შეიზღუდება ჟურნალისტების გადაადგილებაც პროფესიული მოვალეობის შესრულების მიზნით. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, თუკი მაინც საჭიროა ქალაქის დატოვება ან შემოსვლა, მოქალაქეები 144 (ცხელ ხაზს) უნდა დაუკავშირდნენ. ამასთანავე, დღეს სოციალურ ქსელში რამდენიმე მოქალაქემ განაცხადა, რომ 144 უკვე ნახევარი დღეა, რაც დაკავებულია და ისინი ცხელ ხაზთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ.
#ბათუმი
#აკრძალვები
#კორონავირუსი
#batumidaily
0