დანაშაულია პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და მისი ხალხისთვის დაკისრება - ვაშაძე გიორგი გახარიას

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141549 სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით „ახალი საქართველოს“ თვმჯდომარე გიორგი ვაშაძე, პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ მიმართავს. ვაშაძეს მიაჩნია, რომ გიორგი გახარია მოქალაქეების/მორწმუნე მრევლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას თავს არიდებს. ოპოზიციონერი ლიდერი პრემიერს კვლავ პილატეს ადარებს. „ჩვენ ვიცით რომ 2 დღეა მიმდინარეობს მოლაპარაკება ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებულ რიტუალებში მორწმუნე მრევლის მონაწილეობის უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებითდა ორ დღიანი მოლაპარაკების შედეგი არის ის რომ, მრევლის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას იხსნის როგორც ხელისუფლება , ასევე საპატრიარქო და როგორც პრემიერ მინისტრმა გახარიამ განაცხადა ადამიანის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა მხოლოდმოქალაქეთა პასუხისმგებლობა ყოფილა და როგორც მანამდე აღვნიშნე ამყველაფრისგან პილატესავით ხელები დაიბანა. მინდა მივმართო პრემიერ მინისტრს, რომ მე, პილატე პონტოელი თქვენთან მიმართებით ვახსენე, არა ლამაზი სიმბოლური მეტაფორის გამო, არამედ ვგულისხმობდი მის შინაარსს, მანაც სწორედ როგორც თქვენ სიმართლის თქმას სიტუაციაზე განრიდება და უდანაშაულო ადამინის გაწირვა არჩია და ეს იმიტომ რომ, ისიც არ იყოს თავის გადაწყვეტილებაში გულწრფელი და თავისუფალი და მისი მიღებისას, ისევე როგორც თქვენ მბრძანებლის კეისრის შიშის პოლიტიკური მოტივები ამოძრავებდა. დანაშაულია პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და მისი ხალხისთვის დაკისრება, რადგან ადამიანები უშეცდომონი რომ ვიყოთ არც კანონები, არც ხელისუფლება და არც სახელმწიფო საჭირო არ იქნებოდა. მე მესმის, რომ საქართველო არის მრავალ საუკუნოვანი ქრისტიანული კულტურის ქვეყანა, სწორედ მისი მდიდარი ტრადიციიდან გამომდინარე უნდა ვიცოდეთ რომ მთავარი ფასეულობა, უმთავრები ღირებულება არის ადამიანი და მისი უსაფრთხოება და სახელმწიფო და საპატრიარქო არსებობს ადამიანისთვის და არა პირიქით. ქვეყანაში ეპიდაფეთქების რისკი მაღალია, ხვალ დიდი ხუთშაბათია, სწორედ ამ დღეს ტაძარში მიდის და ეზიარება მორწმუნე მრევლის დიდი უმრავლესობა, მაინტერესებს რა მითითებები გვაქვს მრევლის ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით? ამ ყველაფრისთვისაც მხოლოდ ტელევიზორიდან აპირებთ ისევ თვალის მიდევნებას თუ მოახერხებთ იმას რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებით უზრუნველყოთ მოქალაქეთა ეპიდუსაფრთხოების ნორმების დაცვა ნებისმიერ თავშეყრის ადგილას? საფრთხე რეალურია, მასობრივი თავშეყრისს ადგილებში ეპიდემიის გავრცელების რისკი ძალიან მაღალია, შესაბამისად მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე აუცილებელია მიიღოოთ მკაცრი და შესასრულებლად აუცილებელი გადაწყვეტილებები. მე, გიორგი ვაშაძე ჩემი მხრიდან მზად ვარ თქვენთან ერთად ავიღო პასუხისმგებლოობა და მხარი დავუჭირო მას. ეხლა პოლიტიკური კეკლუცის და ნიშნის მოგების დრო არ არის, ეხლა სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების დროა, იმოქმედეთ!“ - გიორგი ვაშაძე.
0