5 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა - ლალი ტურძელაძე

0
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში ამჟამად 93 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან 77-ს კორონავირუსი აღენიშნება. კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მათგან 4 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია, დანარჩენი 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ძალიან მძიმეა. „კოვიდინფიცირებულ 39 პაციენტს აღენიშნება პნევმონია. გვყავს ერთი ორსული ქალბატონიც, რომელიც თავს კარგად გრძნობს და მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. დანარჩენი პაციენტები მკურნალობენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მათზე ყოველსაათობრივი მონიტორინგი ხორციელდება", - განაცხადა კლინიკის კლინიკური დირექტორმა ლალი ტურძელაძემ. რაც შეეხება 13, 14 და 15 წლის მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ტუძელიძეს თქმით დამაკმაყოფილებელია, მთელი ამ პერიოდის მანძილზე გართულება არ ყოფილა.
#კორონავირუსი
#ინიფიცრებულები
#კრიტიკულიმდგომარეობა
#tbilisidaily
0