თეთრი ხიდი, როგორც სიყვარულის ხიდი - რატომ აეკრძალათ წყვილებს ბოქლომების შებმა?

0
თეთრი ხიდი უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ქუთაისის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია, თუმცა მას წლების წინ მეტად მნიშვნელოვანი ფუნქციაც ჰქონდა - ხიდზე შეყვარებულები ემოციურ რიტუალს ასრულებდნენ და ბოქლომებს აბამდნენ, გასაღებს კი მდინარეში ისროდნენ. ეს მათი მარადიული სიყვარულის სიმბოლოდ ითვლებოდა. მსგავსი ტრადიცია არაერთი ქვეყნის დიდ ქალაქშია. ასეთი ხიდი არის თბილისშიც, თუმცა სამწუხაროდ, თეთრი ხიდის რეაბილიტაციის შემდეგ წყვილებს აქ ბოქლომების შებმა აეკრძალათ და დამაგრებული ბოქლომებიც ჩამოიხსნა. ამის შესახებ ორი წლის წინ თეთრი ხიდის პროექტის ავტორმა გია ხუჯაძემ kutaisipost-თან განაცხადა: "პროექტი არ ითვალისწინებს ხიდზე ბოქლომების განთავსებას, პირიქით, რაც უკვე არის, ისინიც ჩამოიხსნება, " - განმარტა მან. ჯერჯერობით, ეს ფუნქცია ქუთაისლებს სხვა ხიდისთვის არ მოურგიათ. სიყვარული რომ მსგავსი სიმბოლოებით არ მტკიცდება, ფაქტია, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ეს რიტუალი მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ახალგაზრებისთვის ეს ერთგვარი ფიცის დადების ტოლფასია.
#სიყვარულისხიდი
#თეთრიხიდი
#kutaisidaily
0