იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 165 ათასამდე გაიზარდა

0
იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 578 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსით სულ 21 645 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 165 ათასამდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 667 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 38 ათასამდე გაიზარდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
0