ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა იმ სახელმწიფოების მთავრობებს, ვისი ხელშეწყობითაც მათ ქვეყნებში პირბადეების წარმოებისთვის საჭირო და სტრატეგიულ ნედლეულს - დოლბანდს ვიძენთ.
კერძოდ, მან მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანისა და უზბეკეთის მთავრობას.
, , უზბეკეთში დამზადებული მაღალი ხარისხის დოლბანდი უკვე გზაშია და მას მალე მივიღებთ", - განაცხადა თურნავამ
მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში ფუნქციონირებს საწარმო, რომელიც სპეციალურად საქართველოსთვის ამზადებს დოლბანდს.
„სწორედ აზერბაიჯანული დოლბანდით ავაწყეთ პირბადეების წარმოება და ამ პროდუქციის პირველი პარტია სწორედ აზერბაიჯანული დოლბანდით არის შეკერილი, “ - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოს დიპკორპუსის, განსაკუთრებით აზერბაიჯანსა და უზბეკეთში საქართველოს ელჩებისა და საელჩოების პერსონალის ძალისხმევას, რათა საქართველო მომარაგებული ყოფილიყო მაღალი ხარისხის დოლბანდის ნედლეულით.
„ჩვენი დიპლომატიური კორპუსი, ჩვენი ელჩები, განსაკუთრებით აზერბაიჯანსა და უზბეკეთში გვეხმარებიან, რომ მოვიპოვოთ დოლბანდის ნედლეული პირბადეების შესაკერად, “ - განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამაში „აწარმოე პირბადე“ სადღეისოდ 8 სამკერვალო საწარმოა ჩართული, რომლებიც პირბადეებს სპეციალური ტექნიკური სპეციფიკაციის მიხედვით აწარმოებენ. ამ დროისთვის, 1, 3 მლნ პირბადეა დამზადებული.
#პირბადე
#საწარმოები
#ეკონომიკისმინისტრი
#ნათიათურნავა
#tbilisidialy