პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის ბათუმში 300-მდე ჯარიმა დაიწერა

Tbilisi Daily

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია COVID 19 -თან დაკავშირებული რეგულაციების შესრულების მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მოწმდება ღია და დახურული საჯარო სივრცეები. მათივე ცნობით, ახალი რეგულაციის შესაბამისად, ღია საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის 300-მდე პირი დაჯარიმდა. „აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მონიტორინგიც. ბოლო 10 დღის განმავლობაში 15 878-ჯერ შემოწმდა მუნიციპალური ავტობუსი და 11 354-ჯერ სამარშრუტო ტაქსი. ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მოუწოდებს მოქალაქეებს, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციები“, - ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.