http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141554
ბრიტანეთს მიაჩნია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას (WHO) კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ბორის ჯონსონის სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს. სპიკერის განცხადებით, არ არსებობს WHO-ს დაფინანსების შეწყვეტის გეგმა.
"კორონავირუსი არის გლობალური გამოწვევა და მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა იმოქმედონ ერთად, ამ საერთო საფრთხის დასაძლევად. ის, თუ როგორ დავაფინანსებთ ჩვენ WHO-ს არ ემყარება სხვა ქვეყნების შემოწირულობებს" - განაცხადა პრესსპიკერმა.