აღდგომის ღამისთვის შენობას ვამზადებთ, სადაც 2 000 ადამიანამდე დაეტევა - მამა შალვა კეკელია

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141555 მაშინ როცა საგანგებო მდგომარეობის პირობებში სამ ადამიანზე მეტის თავშეყრა კანონით ისჯება, მღვდელი შალვა კეკელია ამბობს, რომ აღდგომის ღამეს 2000-კაციან შენობას ამზადებს. "ჩვენ შენობასაც ვამზადებთ, სადაც დაახლოებით, 2 ათასი ადამიანიც შეიძლება, დაეტიოს, სკამებასაც ვუმზადებთ ადამიანებს, ხმის გამაძლიერებებსაც დავამონტაჟებთ. ვიცი, რომ ღამისთევა ძალიან რთულია. მთელი ღამის განმავლობაში მოუწევთ ადამიანებს აქ ყოფნა. ადგილებსაც მოვნიშნავთ, რომ ადამიანები დისტანციურად იდგნენ", - ამბობს მამა შალვა კეკელია. ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის სტიქაროსნები და მრევლი, სპორტსმენების ჩათვლით, სააღდგომო ღვთისმსახურებისთვის ტაძრის გვერდით მდებარე სემინარიის ყოფილ შენობას ასუფთავებენ. მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს 19 აპრილს აღნიშნავს. ამ დრომდე უცნობია, როგორ დარეგულირდება კომენდანტის საათის დროს სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლის დასწრების საკითხი. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ მღვდელს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.
0