ჩინეთმა ვირუსის გავრცელებაზე ინფორმაცია დამალა - ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილი მეთაური

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141561 ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის (SIS/MI6) ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჯონ სოუერსმა, განაცხადა, რომ ჩინეთმა ახალი კორონავირუსის გავრცელებაზე ინფორმაცია მთელ მსოფლიოს დაუმალა. მისი შეფასებით, უკეთესი იქნება, თუ პასუხისმგებლობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე მეტად ჩინეთს დააკისრებენ. "ამერიკაში დიდ ბრაზია იმის გამო, თუ რა ზიანი მიაყენა ჩინეთმა ყველას. ჩინეთი კი ერიდება პასუხისმგებლობას ვირუსის წარმოშობაზე და იმაზე, რომ თავდაპირველად რეაგირება არ მოახდინა, " - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ დეკემბერსა და იანვარში ჩინეთი გარკვეული პერიოდით დასავლეთს ინფორმაციას უმალავდა.
0