იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო -შესაძლოა, ქვეყანაში კორონავირუსით 400 ათასი ადამიანი დაიღუპოს

0
იაპონიის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, დარჩნენ სახლში, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით შესაძლოა, 400 ათასი ადამიანი დაიღუპოს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. იაპონიაში ბოლო კვირების განმავლობაში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, განსაკუთრებით დედაქალაქში. მთავრობამ ტოკიოსა და ექვს რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ დროისთვის იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ რვა ათასს გადააჭარბა, დაღუპულია 146.
0