ხო და ამ ნიუსების კითხვისას სულ გვახსოვდეს რომ აშშ-ს ჩინეთის ვალი აქვს 20 ტრილიონი (იაფი საბანკო სესხები)
აშშ-ის სპეცსამსახურები იძიებენ, ხომ არ გაჟონა COVID-19-ის ვირუსმა უჰანის ბიოლოგიური ლაბორატორიიდან, აცხადებს ქვეყნის თავდაცვის ძალების შტაბების მეთაურების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე მარკ მილლი.
აშშ-ის ყველაზე მაღლჩინოსანმა ოფიცერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვირუსი, რომელმაც პანდემია გამოიწვია არის "ბუნებრივი" მოვლენა, რომელიც წარმოიქმნა ცხოველიდან ადამიანზე გადაცემის შედეგად. თუმცა, აქვე მან დასძინა, რომ პირველწყაროს გაჟონვა სწორედ უჰანის ლაბორატორიიდან მოხდა.
"არავისთვის არ არის სიურპრიზი, რომ ჩვენ ამ საკითხსადმი დიდი ინტერესი გაგვაჩნია და ჩვენ გვყავს ბევრი საგამოძიებო სააგენტო, რომელიც ამ, ფაქტს თვალყურს ადევნებს. ამჟამად ეს საბოლოო დასკვნა არ არის, თუმცა, არტსებობს სხვადასხვა დამამტკიცებელი საბუთი, რომ ეს ასე მოხდა, " - დასძინა მან.
ეს ოთხვარსკვლავიანი გენერლის ეს კომენტარი პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის ამ დონის ჩინოვნიკმა საჯაროდ განაცხადა, რომ ვირუსი ჩინურ ლაბორატორიაში წარმოიქმნა.
თავდაცვის მინისტრემა მარკ ესპერმა, რომელიც პრესკონფერენციაზე მილლისთან ერთად იმყოფებოდა, განაცხადა, რომ შესაძლებელია აუცილებელი გახდეს ჩინურ ლაბორატორიებში საერთაშორისო ინსპექტორების გაგზავნაც, თუმცა, ეს საკითხი მომავალში განიხილებვა, როგორც "პანდემიისგან მიღებული გაკვეთილის" შედეგი.
როგორც მოგეხსენებათ, ბაზარი, სადაც დაინფიცირების პირველი შემთხვება მოხდა, უჰანის ცენტრში განლაგებული "დაავადების კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის" ლაბორატორიიდან სამი მილის მანძილზე მდებარეობს, რომელიც, ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ღამურების კორონავირუსების ფართო შესწავლას ახორციელებს. ამ ლაბორატორიას მინიჭებული აქვს უსაფრთხოების 2-ე დონის რეიტინგი, რაც ნიშნავს, რომ აქ არ არის სასიკვდილო პათოგენების დამამუშავებელი აპარატურა.
არსებობს მეორე ლაბორატორიაც, რომელიც უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ეკუთვნის და მას 4-ე დონის რეიტინგი აქვს მინიჭებული, რაც იმს ნიშნავს, რომ იგი უსაფრთხოა სასიკვდიოლო ვირუსების შესწავლის მხრივ და დაკავებულია ღამურების კორონავირუსების კვლევით. ამ ლაბორატორიაში აცხადებდნენ, რომ მატ არაფერი საერთო არ აქვთ ახალ COVID-19 კორონავირუსთან.
გენერ მილის განცხადებას ეწინააღმდეგება ასევე მსოფლიოს რამდენიმე მეცნიერისა და მედიასაშუალებების კომენტარები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ჩინეთის ლაბორატორიის თემა "შეთქმულებების თეორიებს" მიეკუთვნება.
ამავე დროს, The Washington Post-ი იუწყება, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კერ ჯიდევ 2018 წელს განაცხადეს, რომ უჰანის ლაბორატორიებში უსაფრთხობის დაბალი დონეა, ხოლო მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ჩინეთი კვლავ ფარავს რეალურ ინფორმაციას კორონავირუსთან დაკავშირებით.
ჯერჯერობით მილლი არ ამხელს თუ რა წყაროებს ეყრდნობა მისი განცხადება.
რაც შეეხება ვირუსის გაჟონვას ლაბორატორიიდან, არ არის გამორიცხული, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო ორი გზით - ერთერთი საცდელი ცხოველი გაიპარა (ან გაყვანილ იქნა) შენობიდან, ან კორონავირუსით, გაუფრთხილებლობის გამო, რომელიმე თანამშრომელი დაავადდა. ამავე ვერსიას ემხრობა მეცნიერთა ჯგუფი ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
თავიდან, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვირუსის წარმომავლობის დადგენა მეცნიერებმა უნდა განახორციელონ.თუმცა, პირველადი თანხმობის მიუხედავად, შემდგომში ჩინეთმა უარი განაცხადა ვირუსის ნიმუშები ამერიკელი სპეციალისტებისთვის გადაეცა.
ეპიდემიის ადრეულ სტადიაზე, ფაქტიურად იანბრის ბოლომდე, ჩინეთმა აუკრძალა ამერიკელ და საერთაშორისო ექსპერტებს უჰანში ჩასვლა, ხოლო შემდგომ შეაყოვნა ვირუსის გენომის თანმიმდევრობის პუბლიკაცია დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში.
ამავე დროს უჰანის ცხოველების ბაზარი დაიკეტა, ხოლო ცხოველები განადგურდა, რამაც ასევე არ მისცა საერთაშორისო ექსპერტებს საშუალება, რომ ვირუსის პირველწყარო გამოეკვლიად, ხოლო ახლა ეს ბაზარი ისევ გახსნეს, რამაც შესაძლოა აფეთქების ახალი ტალღა გამოიწვიოს.