15 აპრილი - სიყვარულის დღეა, სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით გაგაცნობთ სიყვარულის ისტორიებს სამეგრელო

0
15 აპრილი - სიყვარულის დღეა, სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით გაგაცნობთ სიყვარულის ისტორიებს სამეგრელოდან. მოგეხსენბათ, რომ საქართველოში 1994 წლიდან ყოველი 15 აპრილი აღინიშნება სიყვარულის დღედ. ძალიან ვრცლად შეგვიძლია ვისაუბროთ იმ სიყვარულის ისტორიებზე, რომლებსაც სამეგრელოში უარსებია. 63 წელი ქორწინებიდან, ვაჟა ლაშხიასა და ნათელა კემულარიას სიყვარულის ისტორია, რომელიც სითბოთი და ურთიერთგაგებითი იყო სავსე. მათი ურთიერთობის მთავარ მიზეზად ნათელა კემულარია, მის დედამთილს მიიჩნევს, სწორად მისი დედამთილის წყალობით დაიწყო მათი სასიყვარულო ურთიერთობა. ქალი, რომელიც დღემდე ლექსებს უძღვნის მის მეუღლეს, საკმაოდ ბედნიერი და ამაყია, იმით, რომ ასეთი მეორე ნახევარი იპოვა. ცეკვის სიყვარულმა დააკავშირა კიდევ ერთი წყვილი ერთმანეთს სამეგრელოში, უკვე 25 წელია რომეო ბულია და მისი მეუღლე მაკა გვიჩია დაქორწინებულები არიან. მათ ერთმანეთი ქორეოგრაფიულ ანსამბლ "ჩელაში" გაიცნეს. მხატვარმა, რობერტ აბსანძემ ცხოვრების გაგრძელება მანანა კაკულიასთან ერთად გადაწყვიტა და მასთან 35 წელი დაჰყო. ჯერ კიდევ სკოლაში სიარულისას, გაიცნო ახალგაზრდა მხატვარმა მისი ცხოვრების თანამგზავრი. ცოლ-ქმარი სამხატვრო სახელოსნოშიც ერთად მუშაობს. როგორც მანანა კაკულიამ აღნიშნა: "სიყვარული არის პატივისცემა, ერთგულება ოჯახის, პიროვნების... სიყვარულს უნდა გაუფრთხილდე პირველ რიგში. ეს არის ადამიანის მიღება ისეთის, როგორიც არის." სიყვარული ძლიერი ერთგულებისა და პიროვნული მიმაგრებულობის ემოციაა. როგორც შოთა რუსთაველმა დაწერა ჯერ კიდევ მე-12 საუკუნის პოემაში: „სიყვარული აღგვამაღლებს“, ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ."
#ზუგდიდი
#სამეგრელო
#15აპრილი
#სიყვარულისდღე
#სიყვარულისისტორიები
#zugdididaily
0