რომ არა მდინარის დაბალი ტემპერატურა, გვამი ბევრად მძიმე ვითარებაში იქნებოდა - მირიან ნიკოლაძე

Pirveliradio Ge

რომ არა მდინარის დაბალი ტემპერატურა, გვამი ბევრად მძიმე ვითარებაში იქნებოდა - ამის შესახებ განცხადება, გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულაში“ საუბრისას გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძიებამ უნდა დაკითხოს სამხარაულის ექსპერტები და დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე. ნიკოლაძის თქმით, რომ არა წყლის დაბალი ტემპერატურა, გვამი ბევრად მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა. „გამოძიებამ უნდა დაკითხოს ბატონი გეჯაძეც, სამხარაულის ექსპერტებიც და საბოლოო ჯამში უნდა გაერკვნენ მართლა რამე ტექნიკური შეცდომაა, უბრალოდ, რაღაცა ტერმინოლოგიური ინტერპრეტეციებია თუ რა ხდება. აქედან გამომდინარე, ეს არ არის ჩვენთვის იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი, რომ წაგვიყვანდა სხვა ვერსიისკენ. კითხეთ ნებისმიერ ექსპერტს და დაგიდასტურებთ, რომ ამ სითბოში, ამ ტემპერატურაზე, რომ არა მდინარის დაბალი ტემპერატურა, გვამი ბევრად მძიმე ვითარებაში იქნებოდა. შესაბამისად, გიორგის ცხედრის იმჟამინდელი მდგომარეობა ადასტურებს წყალში მყოფობას“, - განაცხადა ნიკოლაძემ.