„მკვლელებო, თქვენ თვითონ დაბომბეთ", - პეტერბურგში ასეთი წარწერა გაჩნდა „მარიუპოლის“ გულზე

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ერთი კვირის წინ პეტერბურგის სასახლის მოედანზე დამონტაჟებულ გულის ფორმის ინსტალაციას წარწერით „მარიუპოლი“, 18 დეკემბერს უცნობებმა შავი ასოებით ასეთი შინაარსის წარწერა გაუკეთეს: „მკვლელებო, თქვენ თვითონ დაბომბეთ ის. იუდებო“.   ამის შემდეგ მუშებმა სასწრაფოდ დაიწყეს ინსტალაციის დაშლა. ვიდეო, რომელზეც ჩანს წარწერა და ასევე მუშები, რომლებიც „გულს“ შლიან, გამოაქვეყნა ტელეგრამის არხმა "ფრთხილად, ახალი ამბებია". ხელისუფლება ამ ვითარების კომენტირებას ჯერჯერობით არ აკეთებს. უკრაინის დონეცკის რეგიონის ქალაქი მარიუპოლი რუსეთის ჯარებმა 2022 წლის მაისში, თითქმის სამთვიანი სასტიკი ბრძოლის შემდეგ აიღეს. ქალაქის შტურმის დროს განადგურდა საცხოვრებელი კორპუსების უმეტესობა და სხვა ობიექტები. დაღუპულთა ზუსტი რიცხვი უცნობია. https://www.radiotavisupleba.ge/a/32182082.html

Source: radiotavisupleba.ge