ხოვლეს მოსახლეობის 90% უკვე შემოწმდა-საეჭვო სიმპტომების არ გამოვლენილა

0
ხოვლეში თერმოსქრინინგის შედეგად ცხელებისა ან საეჭვო სიმპტომების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ დროისთვის მოსახლეობის 90% უკვე შემოწმდა. თვითიზოლაციაში მყოფ პირებზე კი ეპიდდაკვირვება მიმდინარეობს. სოფელში კონტროლი გამკაცრებულია, მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებას პოლიცია აკონტროლებს.შიდა ქართლის გუბერნატორი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. , , ხოვლეში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება.თერმოსქრინინგი ადგილობრივთა 90% ჩაუტარდა და ეს შემოწმება ყოველდღე გაგრძელდება.ცხელება ან საეჭვო სიმპტომები შემოწმებისას არ დაფუქსირებულა.რაც შეეხება ხიდისყურს იქაც მშვიდია ვითარება.არც პროდუქტების არც პირველადი საჭიროების ნივთების საჭიროება არაა.იქ მკაცრი რეჟიმის დაცვას საპოლიციო ძალები უზრუნველჰყოფენ. რეგიონის მოსახლეობას მოვუწოდებ დაემორჩილონ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ რეგულაციებს და წესებს"- აცხადებს შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი.
0