ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება

0
საპატრიარქოს განცხადებით, ხვალ ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება, თუმცა მიბრძანდება თუ არა კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ტაძარში, ჯერჯერობით უცნობია. წირვის დასრულების შემდეგ ფეხთბანვის წესი სრულდება, რომლის დროსაც, წესის მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს ბანს. დიდ ხუთშაბათს ტაძრებში ასევე იკითხება 12-გზის სახარება, რომლის დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხავენ მონაკვეთებს უფალი იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ. ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 12-გზის სახარების კითხვა 16:00 საათზე დაიწყება.
#დიდიხუთშაბათი
#მსახურება
#tbilisidaily
0