პაატა იმნაძე - გავიგოთ, გავითავისოთ, ვართ საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია
85 Views
Geo News Now
Gori · 5 months ago

დღეს მთელი საქართველო რისკის ჯგუფია, დღეს ჩვენ ვართ იმის საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

იმნაძემ მოსახლეობას მოუწოდა, წესებს დაემორჩილონ, რათა დღემდე დიდი შრომით მიღწეული წყალში ჩაიყაროს.

„დღე მთელი საქართველო რისკის ჯგუფია. დღეს ჩვენ ამის დრო აღარ გავქვს, დღეს ჩვენ ვართ იმის საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია. ხვალ ჩემს თანამშრომელს ასაფლავებენ, ზურა მირიანაშვილს, კაცს, რომლესაც 4 სტენტი ჰქონდა გულში ჩადგმული და ყოველ დღე დღე და ღამეს ათენებდა და მუშაობდა, ვერ გავაჩერეთ, რადგან იცოდა, რომ თავის სამშბლოს ემსახურებოდა და თავის ქვეყანას ემსახურებოდა. ზურას ხსოვნის გულისთვის, ხალხო, ნუ გავაკთებთ იმას, რომ ის, რაც გავაკეთეთ, დღემდე გავაჩერეთ, მაქსიმალურად გავაჩერეთ, წყალში ჩაყარაოთ ეს ყველაფერი, არ შეიძლება ასე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ეს არ ეხება მარტო ეკლესიას, სხვათაშორის, ეს ეხება იმასაც, რომ ოჯახებში ვრცელდება, ხომ ხედავთ სტატისტიკა ხომ იცით, მთელმა საქართველომ ზეპირად იცით, თითო ოჯახში 5, 6, 7 ავადმყოფია, სამეგობროში, სამეზობლოში ოჯახებში. გავიგოთ, გავითავისოთ, რომ დისტანცირება ოჯახშიც კი საჭირო, არათუ გარეთ. ასე ჩვენ ცოტახანში, სამ კვირაში, საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ, თუ ეს არ გავითავისეთ სუყველამ. კიდევ ერთხლელ მოგიწოდებთ, დარჩით სახლში. დარჩით სახლში, არ წახვიდეთ არსად, მოერიდეთ, ერთმანეთთანაც კი თუ ვინმე ოჯახებიდან გავდიეს და დაბრუნდეს ხოლმე“ ,- განაცხადა იმნაძემ.


Geo News Now
Gori · 5 months ago
5
Write a comment