კალაძეს იდეა აქვს, რომ შაბათ-კვირას კერძო ტრანსპორტით გადაადგილება საერთოდ აიკრძალოს

On.ge

თბილისის მერს, კახა კალაძეს იდეა აქვს, რომ შაბათ-კვირას კერძო ტრანსპორტით გადაადგილება საერთოდ აიკრძალოს. მისი თქმით, ეს მხოლოდ იდეა არის და ამას "დახვეწა" დასჭირდება. მისივე განმარტებით, აღნიშნული იდეა თბილისში საგანგებო მდგომარეობის დროს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის კლების შემდეგ გაჩნდა. როგორც კალაძე ამბობს, მას ამ საკითხზე საზოგადოების აზრი აინტერესებს და ამიტომ, ამ იდეასთან დაკავშირებით ინტერაქტივიც იქნება. #news #politics https://on.ge/story/54747-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%9D-%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%93-%E1%83%90%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1