იზოლაციაში საკითხავი 5 ნაწარმოები გიორგი კეკელიძის რჩევით

0
კორონავირუსმა ყველანი ჯერ სახლებში და შემდეგ საკუთარ მარტოობაში რომ გამოგვკეტა, ახალი ამბავი აღარაა. მოგვცა უამრავი დრო და წაგვართვა ერთმანეთის ნახვის საშუალება. ლიტერატურის მოყვარულთათვის სახლები ნამდვილ „კარცერ-ლუქსებად“ აქცია და ალბათ, საწუწუნო არც არაფერი აქვთ. არალიტერატურული ხალხისთვისაც თავგასავლებში გახვევისა და ახალი შეგრძნებების დაუფლების ერთადერთ გზად წიგნები დარჩა, ნაწარმოებებს შეუძლია მოგცეთ იმედი და რწმენა. ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს სწორედ ასეთ წიგნებსა და მოთხრობებს უზიარებს მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე : ო’ჰენრი - , , უკანასკნელი ფოთოლი’’ მოთხრობა თავგნაწირვასა და რწმენაზე. თუმცა ახლა უფრო მეორე მახასიათებელია მნიშვნელოვანი. შესაბამისად - რწმენაზე, საყრდენზე, რომელიც შეგვიძლია გამოვიგონოთ კიდეც და მერე ეს გამოგონება სიკვდილისგანაც კი გვიხსნის. რიჩარდ ბახი - ..თოლია ჯონათან ლივინგსტონი’’ აქაც დიდ რწმენაზე და მიზანზე, დაუნებებლობაზეა ლაპარაკი. დისტანციისა და კედლების არარსებობაზე. აი, ორი ამონარიდიც მაგალითად: , , ფიქრის სიჩქარით რომ იფრინო, ანუ გაჩნდე იქ, სადაც მოისურვებ, ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა შეიგნო, რომ უკვე მიფრინდი’’ და , , განა არ შეიძლება, ზოგჯერ ერთმანეთი იმის იქით მოვინახულოთ, რასაც , , აქ’’ და ‘’ახლა’’ ჰქვია? არჩილ სულაკაური - , , სალამურას თავგადასავალი’’ წიგნი დიდ ჯადოსნობებზე და ამ ჯადოსნობების ყოფად ქცევაზე, ბეწვის ხიდებზე და ამ ხიდებზე გავლაზე და გამარჯვებაზეა სრულად იხილეთ : https://www.unik.edu.ge/News/1019
#გიორგიკეკელიძე
#unik
#ქუთაისისუნივერსიტეტი
0