არაფერი ირღვევა, თუ აღდგომა დღეს და მომდევნო დღეებშიც სასაფლაოზე არ გახვალთ - დეკანოზი ანდრია

0
აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ტრაპეზი არ გაიმართება, ეს დამატებით სირთულეს შექმნიდა, რადგან ტრაპეზზე ბევრი ხალხი მოიყრიდა თავს. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებამ თავი უნდა შეიკავს სასაფლაოზე გასვლისგანაც, რადგან ეს არ წარმოადგენს საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებულ ქმედებას და ეს ხალხური ტრადიციის დონეზეა შემორჩენილი. „ასევე, აღსანიშნავია სასაფლაოზე გასვლის საკითხიც. აღდგომა დღეს სასაფლაოზე გასვლა არ წარმოადგენს საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებულ ქმედებას, ეს უფრო ხალხური ტრადიციის დონეზე შემორჩა დღევანდელ დღეს. ამიტომ აქაც არაფერი ირღვევა, თუ აღდგომა დღეს და მომდევნო დღეებშიც, იმ შეზღუდვების გათვალისწინებით, რასაც ხელისუფლება გვიწესებს, არ გავალთ საფლავზე. ჩვენ ყველა მადლიერებით უნდა შევუდგეთ ამ საქმეს, რასაც ჩვენ ექიმების და სახელმწიფოს სხვადასხვა სტუქტურების მხრიდან ვხედავთ. ასევე, მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ აღდგომის დღესასწაულზე ჩვენ არ გვაქვს სრული კარანტინი და უფრო რთული ვითარება. ამიტომ ვფიქრობ, მორწმუნე ადამიანებისთვის ეს უნდა იყოს ძალიან დიდი შეღავათი და სამადლობელი ყველასთვის, რომ ჩვენ შევძლებთ მსახურების აღსრულებას“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
#საგანგებომდგომარეობა
#საპატრიარქო
#მთავრობა
#tbilisidaily
0