იმნაძე: ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს - ეს გვინდა? დავრჩეთ სახლში

0
ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს - ეს გვინდა? დავრჩეთ სახლში. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ჩვენს გარშემო არიან ინფიცირებული ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ არიან ინფიცირებულები. , , ქვეყანაში არის ფართო შიდაგადაცემა დაწყებული. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს ჩვენს გვერდით არიან ინფიცირებული ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ არიან ინფიცირებულები. ისინი გადამდები ხდებიან უკვე სიმპტომების დაწყებამდე 1 დღით ადრე. ანუ, შეიძლება, იმ დღეს საერთოდ არაფერი ჰქონდეთ. როცა მცირედ გამოხატული სიმპტომები აქვთ, უკვე გადამდები არიან და ასეთები დღეს ჩვენს გარშემო არიან, თუმცა არ ვიცით, ვინ არიან. ამიტომ ვამბობთ, რომ შიდა გადაცემა დაიწყო. გავიგოთ ეს! ჩვენს გარშემო არიან ინფიცირებული ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ არიან ინფიცირებულები. ისინი მოვლენ თქვენთან სტუმრად და გაგხდიან ყველას ავად. ისინი მივლენ ეკლესიაში და გაგხდიან იქ ყველას ავად. გავიგოთ ეს!”, - განაცხადა იმნაძემ. იმნაძის თქმით, თუ ხალხს არ ესმის როგორ მოიქცეს, იძულებული გახდებიან, საყოველთაო კარანტინის გამოცხადება ურჩიონ ხელსუფლებას. “თუ გვინდა, რომ ცოცხლები გადავრჩეთ, სახლში დარჩით. მეტი გამოსავალი არ არის, თუ გვინდა, რომ ერი გადარჩეს. თუ გვინდა, რომ ეკლესია გადარჩეს - ეკლესიაში ნუ წახვალთ!“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.
#კორომავირსუი
#პანდემია
#დარჩისახლში
#პაატაიმნაძე
#tbilisidaily
0