პომპეო: ბოლტონი მოღალატე აღმოჩნდა
Tbilisi Daily
მაიკლ პომპეომ ჯონ ბოლტონს მოღალატე უწოდა. მიზეზი უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის მემუარებია, რომელიც ახლახანს გამოიცა და სადაც ჯონ ბოლტონი ტრამპის არაკომპეტენტურობასა და არასწორ საგარეო კურსზე საუბრობს.
„წიგნი არ წამიკითხავს, თუმცა იმ ამონარიდების მიხედვით, რაც ვნახე, ცხადია, რომ ის ცრუობს. სამწუხაროა, რომ ბოლტონი სამწუხაეოდ მოღალატე აღმოჩნდა, რომელმაც ხალხის ნდობა ბოროტად გამოიყენა და ამერიკას ზიანი მიაყენა,“- განაცხადა მაიკლ პომპეომ.
ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ მემუარების გამო ჯონ ბოლტონს სასამართლოში უჩივლა. ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ბოლტონმა სახელმწიფო საიდუმლო გასცა.