ByAna NoGeorgia
0
- რომელ კლასში ხარ ლადო? - მეოთხეებში გადავდივარ. - რა ნიშნები გყავს? - რავიიი! - შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო, მართლა? - ორებს კი არა, ისაა. - მაშ, რა ნიშნები გყავს? - ხუთები, ოთხები და ალაგ-ალაგ სამები. - რა გვარი ხარ? - წიკლაური. - შეყვარებული ხომ გყავს? - შეყვარებული არა, ისაა! - მე რომ მითხრეს ჰყავსო? - არაფერიც. - შენი კლასელია? - ვინა? - ის გოგო, შენ რომ გიყვარს. - არავინაც არ მიყვარს. - მე რომ მითხრეს? - რა გითხრეს? - ლადოს ის გოგო უყვარს, კლასში მის უკან რომ ზისო. - უკან კი არა, წინ ზის. /გოდერძი ჩოხელი/???
ByAna NoGeorgia
0