Fox News:კორონავირუსის „ნულოვანი პაციენტი“ უხანის ლაბორატორიაში მუშაობდა
212 Views
Natia Mikiashvili
Tbilisi · 6 months ago

ტელეკომპანია Fox News-ი კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ექსკლუზიურ მასალას ავრცელებს. რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ტელეკომპანია Fox News-ი იუწყება, რომ COVID-19 უხანის ლაბორატორიაში შეიქმნა არა როგორც ბიოლოგიური იარაღი, არამედ როგორც ჩინეთის მცდელობა ეჩვენებინა, რომ მისი შესაძლებლობები ვირუსების აღმოჩენისა და ვირუსებთან ბრძოლის კუთხით აშშ-ის შესაძლებლობებს აღემატება.

წყაროების ინფორმაციით, ვირუსის თავდაპირველი გადაცემა ღამურიდან ადამიანზე მოხდა, ხოლო „ნულოვანი პაციენტი“ ლაბორატორიაში მუშაობდა და შემდეგ უხანში მოსახლეობაში გავიდა.

უხანის ბაზრობაზე, რომელიც თავდაპირველად გამოვლენილი იყო, როგორც ვირუსის წარმოშობის ადგილი, ღამურებს არასოდეს ყიდდნენ. წყაროებმა Fox News-ს უთხრეს, რომ ჩინეთის მთავრობამ სპეციალურად გადაიტანა ყურადღება ბაზრობაზე, როგორც ვირუსის წარმოშობის ადგილზე.

წყაროები აღნიშნავენ, რომ ჩინეთმა 100 პროცენტით შეცვალა მონაცემები, ნიმუშები გაანადგურა, დაბინძურებული ტერიტორიები გაწმინდა, ხოლო რიგი ადრეული ანგარიშები კი წაშალა.

გარდა ამისა, წყაროებმა Fox News-ს აცნობეს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თავიდანვე თანამონაწილე იყო და ჩინეთს კვალის დაფარვაში ეხმარებოდა.


Sources believe coronavirus originated in Wuhan lab as part of China's efforts to compete with US
www.foxnews.com
Natia Mikiashvili
Tbilisi · 6 months ago
8
Write a comment
Similar Posts