6 აშშ-ში COVID 19 -ის  62 752 ახალი შემთხვევა გამოვლინდა-  1195 გარდაიცვალა

Tbilisi Daily

აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 1000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა. „სიენენის“ ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში ბოლო ერთი დღის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 1 195 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირების 62 752 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 14 947 428 შემთხვევა. აშშ ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.