საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი, გამკაცრებული ღონისძიებები მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„ამის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯამრთელობის უსაფრთხოება, დავიცვათ ერთმანეთი, დავიცვათ ერთმანეთი, გავუფრთხილდეთ ყველაზე ძვირფასს, რაც ადამიანს გააჩნია, ეს არის სიცოცხლე. შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი, გამკაცრებული ღონისძიებები მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად და მარტივად გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან, რაც ყველაზე მთავარია, ნაკლები დანაკარგის გარეშე, “- განაცხადა კალაძემ.
#კახაკალაძე
#კორონავირუსი
#პანდემია
#tbilisidaily