მარინა ეზუგბაიას განცხადება მოზარდებისა და 9 თვის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

0
თბილისის ინფექციურ საავადმყოფო სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 37 პციენტი მკურნალობს, მათგან ორი პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია. „37 პაციენტია, მათგან ორი ძალიან მძიმე, პრობლემური პაციენტია, დანარჩენი დაახლოებით, შვიდი პაციენტია მძიმე პნევმონიით. ამ ორ მძიმე, პრობლემურ პაციენტთან მიმართებაში მესამეა დღეა, სტაბილური სიტუაციაა, და ალბათ ასეთი მძიმე სტატუსიდან გადმოვლენ მძიმე პაციენტების სიაში და ალბათ მათი მდგომარეობაც დინამიკაში გაუმჯობესდება, დადგება გამოჯანმრთელება“ , – განაცხადა ეზუგბაიამ. ეზუგბაიამ ასევე განაცხადა, რომ ინფექციურში მოთავსებულ ბავშვების, მათ შორის 9 თვის ბავშვის, ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. „ყველა მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია, 9 თვის ბავშვის მდგომარეობაც, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯეერობით, ამ ბავშვებთან დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა. შემოსვლიდან დღემდე, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ბავშვები ხალისიანი, აქტიურები არიან, იკვებებიან კარგად, პერიოდულად მათ უმნიშვნელო სუფებრილიტეტი აქვთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ზოგადად, მათი მდგომარეობა მსუბუქია“ , – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
#კორონავირუსი
#პანდემია
#მარინაეზუგბაია
#tbilisidaily
0