ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევები სახელმწიფოებს - ნაწილი II

0
მოსალოდნელია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციის სახით გასცემს „6 შემდგომ ნაბიჯს“, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ სახელმწიფოებმა, მათ ტერიტორიებზე არსებული შეზღუდვების ეტაპობრივად შესამსუბუქებლად. პირველი რიგში, ქვეყნებმა უნდა დაადასტურონ, რომ ვირუსის შემდგომი გადაცემა კონტროლს ექვემდებარება. მეორე, მათ უნდა უზრუნველყონ, რომ ჯანდაცვის შიდა სისტემას აქვს უნარი გამოავლინოს COVID-19-ით ინფიცირების ყველა შემთხვევა, მისი ტესტირება, იზოლირება, მკურნალობა და დამატებით, ყველა კონტაქტის დადგენა. მესამე, ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ გავრცელების საფრთხე მინიმუმზეა დაყვანილი, განსაკუთრებით ისეთ დაწესებულებებში, როგორებიც კლინიკები და სამშობიარო სახლებია. მეოთხე, ქვეყნებმა უნდა მიიღონ პრევენციული ზომები სამუშაო ადგილებზე, სკოლებსა და სხვა მნიშვნელოვან ადგილებში. მეხუთე, მათ უნდა შეძლონ ვირუსის გადატანის რისკების მართვა და მეექვსე, უნდა მოხდეს ცნობიერების ამაღლება და ამ კუთხით შესაბამისი ორგანიზაციების ჩართვა, საზოგადოების მეტი ინფორმირებისთვის და „ახალ ნორმასთან“ ადაპტირებისთვის. „სახელმწიფოებმა უნდა შეძლონ ბალანსის დაცვა იმ ზომებს შორის, რომელიც ეხება COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებასა და ჯანმრთელობის სხვა დაავადებებს, რათა არ მოხდეს ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა და არ ჰქონდეს მას მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედება“, - განაცხადა ღებრეისუსმა. წყარო: "Testing, tracing, and when to lift restrictions: WHO’s latest advice" (April 14, 2020) moderndiplomacy
#coronavirus
#WHO
#International
#UN
#headline
#stopcovid19
0