ჯივიპი გლდანის რაიონში, ლესელიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას აახლებს
71 Views
On.ge
Tbilisi · 5 months ago

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით აგრძელებს.

გლდანის რაიონში, ლესელიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა 0.5 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. ამჟამად ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და სახანძრო ჰიდრანტები ეწყობა.

აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციაში კომპანია 250 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

#news #politics

ჯივიპი გლდანის რაიონში, ლესელიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას აახლებს
on.ge
On.ge
Tbilisi · 5 months ago
3
Write a comment