სხვა გადაწყვეტილება სწორი არ იქნებოდა — რომან კაკულია ხელისუფლებისა და საპატრიარქოს შეთანხმებაზე
89 Views
On.ge
Tbilisi · 5 months ago

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომან კაკულია ამბობს, რომ ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის მიღწეული შეთანხმება ამ ეტაპზე სწორია.

მისი თქმით, ახლა "უფრო მეტი ხისტ ჩარევებს" შესაძლოა, რომ უფრო მეტი დაპირისპირების საგანი გამხდარიყო და "ჭკვიანური" გადაწყვეტილება არ იქნებოდა.

"ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ეკლესიის პოზიცია და თითოეული მოქალაქის პოზიცია, რომელმაც თავისი გვერდზე მდგომი თანამოქალაქე არ უნდა ჩააყენოს უხერხულ მდგომარეობაში. იმ შემთხვევაშიც თუ მისი გაგებით მისი თანამოქალაქის შიში არის უსაფუძვლო, მისთვის ანგარიშის გაწევა რელიგიის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობაა და სწორედ ასე უნდა იქნა ეს დანახული", — განუცხადა რომან კაკულიამ TV პირველს.

#news #politics #religion

სხვა გადაწყვეტილება სწორი არ იქნებოდა — კაკულია ხელისუფლებისა და საპატრიარქოს შეთანხმებაზე
on.ge
On.ge
Tbilisi · 5 months ago
3
Write a comment