კლინიკას დღეს ერთი ორსული და კიდევ ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს - ლევან რატიანი

0
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დღეს ერთი ორსული და კიდევ ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. კლინიკიდან დღეს ასევე გაეწერება 5 ორსული, რომელთაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. რაც შეეხება კლინიკაში მყოფ ახალშობილებს, 7 ახალშობილიდან კოვიდინფექცია არც ერთს დაუფიქსირდა. „მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენი კლინიკიდან ეწერება მეორე ორსული. აქედან გამომდინარე, დამატებითი კვლევების შედეგად როგორც ირკვევა, კიდევ ორი გამოჯანმრთელებული პაციენტია და სულ დღეს 3 პაციენტი დატოვებს კლინიკას. რაც შეეხება ახალშობილებს, ვიცით, რომ გვყავს 7 პაციენტი, მათგან არც ერთთან არ დადასტურდა კოვიდინფექცია. ასევე გვყავს ორსული ქალბატონები, მათგან 5 დატოვებს კლინიკას. ესენი იყო საეჭვო შემთხვევები და არც ერთთან არ დადასტურდა კოვიდინფექცია და ისინიც დღის პირველ ნახევარში დატოვებენ კლინიკას“, - განაცხადა რატიანმა.
#ლევანრატიანი
#ინფიცირება
#პანდემია
#გამოჯანმრთელებული
#დარჩისახლში
#tbilisidaily
0