http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141600
სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა, რომელმაც გუშინ თბილისის ინფექციურ კლინიკაში 58 წლის კოვიდინფიცირებული ქალი შეიყვანა, ყოველგვარი ეკიპირების გარეშე იყო პაციენტთან მისული. აღნიშნულ ინფორმაციას "პირველ რადიოს" დაინფიცირებულის შვილი უყვება.
კოვიდ19-ი პაციენტს გუშინ გვიან ღამით დაუდასტურდა, მანამდე კი თბილისის ინფექციური საავადმყოფოს საყოველთაო აბაზანითა და ტუალეთით სარგებლობდა, სადაც ასევე სხვა დიაგნოზის პაციენტები იყვნენ მოთავსებული. როგორც პაციენტის შვილი გვიყვება, ქალბატონს კლინიკაში შეყვანისთანავე მკურნალმა ექიმმა განუცხადა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში არ უნდა მიეყვანათ.
"აქ არ უნდა გადმოეყვანე სასწრაფოს, სხვა კლინიკაში გადასვლა გესაჭიროება, რადგან თიაქარის ოპერაცია გაქვს გასაკეთებელიო უთხრეს დედაჩემს. საღამოს ანალიზების პასუხები მოვა და გაგწერთო. საღამოს ყველა ანალიზი დადებითი მოვიდა, უთხრეს ხვალ დილით გაგწერთო. გვიან ღამით კი, სრულიად მოულოდნელად კორონავირუსი გაქვსო ექიმმა განუცხადა, ექიმმა რომელსაც არანაირი ეკიპირება არ ქონია. შუაღამემდე კვლავ ჩვეულებრივ პალატაში ყავდათ, შემდეგ გადაიყვანეს ბოქსირებულში", -აცხადებს დაინფიცირებულის შვილი.
ამასთან როგორც ქალბატონი აცხადებს, მისთვის ამ დრომდე არავის უკითხავს ვისთან ქონდა კონტაქტი, სად იმყოფებოდა, საიდან შეიძლება კორონავირუსი გადადებოდა და ა.შ.