ერთი ადამიანი უფრო ძვირფასია, ვიდრე ყველა აშენებული ტაძარი - მეუფე საბა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141602 ერთი ადამიანი უფრო ძვირფასია, ვიდრე ყველა აშენებული ტაძარი და ნებისმიერი, ამქვეყნად მატერიალური რაც კი არსებობს - ამის შესახებ განცხადება, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპარქიის მღვდელმთავრმა, მეუფე საბამ "ტვ პირველთან" საუბრისას გააკეთა. ის უპასუხისმგებლოს უწოდებს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით. “თუ რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს ვეუბნებით, რომ სახლში დარჩნენ, ამით რას ვეუბნებით მათ – ვეუბნებით, რომ დაგმეთ ღმერთი და დარჩით სახლში? ეს ხომ უპასუხისმგებლო განცხადებებია? თუ სახლში დარჩენაზეა საუბარი, სახლში დარჩენა ყველას ეხება. რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.. გადაწყვეტილებები, რომლებიც უცხოეთში მყოფმა ეპარქიებმა მივიღეთ, ჩვენც ხომ უნდა გაგვიფრთხილდნენ? ან იმ ეკლესიებს, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილებები და მსახურებებს ატარებენ მრევლის გარეშე? მსახურება გრძელდება. ეკლესიები არ დაუკეტავს არავის. მაგრამ გათავისება ხდება სწორედ იმ დიდი საფრთხის, რის წინაშეც შეიძლება დადგეს თუ გინდ ერთი ადამიანი. ერთი ადამიანი უფრო ძვირფასია, ვიდრე ყველა აშენებული ტაძარი და ნებისმიერი, ამქვეყნად მატერიალური რაც კი არსებობს. ამას გვასწვალის სახარება. მთავარი არის ადამიანი, ადამიანის გადარჩენისთვის მოვიდა იესო და დღეს ადამიანი არის საფრთხეში და ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ”, – ამბობს ეპისკოპოსი და დასძენს – “როცა იესო მოვა, იმასაც გვკითხავს, რა გავაკეთეთ ადამიანების გადასარჩენად”.
0