შესაბამის სამსახურებთან ერთად სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას ჩავკეტავთ-კალაძე
147 Views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 5 months ago

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141603

შესაბამის სამსახურებთან ერთად სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას ჩავკეტავთ-განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. მან ასევე მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ჩვენ, შესაბამის სამსახურებთან ერთად სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას ჩავკეტავთ. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო და ვთხოვო, რომ დავრჩეთ სახლში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მინდა, თითოეულ ადამიანს გთხოვო, მაქსიმალურად გავითვალისწინოს ყველა რეკომენდაცია და თხოვნა, რომლზეც ბოლო დღეების განმავლობაში გვესაუბრებიან ჩვენი ექიმები, დარგის სპეციალისტები. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ნაკლები დანაკარგის გარეშე გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან. სააღდგომო დღეები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო კვირების, დღეების განმავლობაში დამატებითი პრობლემები არ შეგვექმნას“,-განაცხადა კალაძემ.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 5 months ago
4
Write a comment