ღამით გორში გარემოვაჭრეთა დახლები დაშალეს

0
დღეს დილით, გორში ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებს დახლები აღეებული დახვდათ. როგორც ჩანს დახლების აღება, გვიან ღამით, კომენდატის საათის გამოცხადების შემდგომ მოხდა, რამაც მოვაჭრეთა აღშბოთება და პროტესტი გამოიწვია. მათი განცხადებით, კომენდატის საათის გამოცხადების შემდგომ, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურმა, მათი დახლები აიღო თუმცა მათ პირობა ჰქონდათ, რომ აგვისტოს თვემდე შეეძლებოდათ აღნიშნულ ტერიტორიაზე ვაჭრობის გაგრძელება. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას აკეთებს გორის მუნიციპალიტეტის მერია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "გორის ცენტრალური ქუჩები გარემოვაჭრეების მიერ შექმნილი ხელოვნური ნაგებობებისგან და კონსტრუქციებისგან გათავისუფლდა. მერიის თანამშრომლებისა და სამართალდამცავების მიერ დაწესებული სანქციების შესახებ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გარემოვაჭრეები ქართლის, ჭავჭავაძისა და გურამიშვილის ქუჩებზე მაინც აგრძელებდნენ აკრძალულ საქმიანობას. აღნიშნული ობიექტები გარდა იმისა, რომ აუშნოვებდნენ ქალაქის იერსახეს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საფრთხეს უქმნიდნენ მოქალაქეების ჯანმრთელობას. ქუჩები, სადაც ხელოვნური სავაჭრო ნაგებობი იყო განთავსებული დღის განმავლობაში ხალხმრავლობით გამოირჩეოდა და ინტენსიურად ირღვეოდა ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციები. გარევაჭრობა გორში 2018 წლის 8 მაისიდან აკრძალულია. გორის მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს ყველას დაემორჩილონ კანონს, შეწყვიტონ უკანონო სავაჭრო საქმიანობა და მოშალონ თვითნებურად მოწყობილი ნაგებობი.
#დარჩისახლში
#გადაარჩინესიცოცხლე
" შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით კომენდატის საათი 21:00 სთ. 06:00 საათამდე მოქმედებს.
#გარევაჭრობა
#აკრძალვები
#კომენდანტისსაათი
#goridaily
0