კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა

0
კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, COVID-19-ის 30 ახალი შემთხვევიდან მათ ცენტრში არც ერთი არ არის დადასტურებული. მისი თქმით, 30 ახალი შემთხვევა საგანგაშო ციფრი არ არის. „30 არ არის საგანგაშო მაჩვენებლი. ჩვენ უკვე მეორედ გვაქვს 30, მაგრამ ამ ორ 30-ს შორის გვქონდა გარკვეულწილად მცირე რაოდენობით. თუ ასეულს არ გადავაჭარბებთ, იმედია, ამ კონტროლირებადი, ზომიერი მატებით, ქვეყანაში რყევები არ გვექნება, ჩვენ, თქვენ, ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რომ როგორმე დავძლიოთ ეს პრობლემა“ , - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფიცირების წყარო ყველა შემთხვევაში დადგენილი არ არის და ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
#news
#opinion
#events
#coronavirus
#covid19
#stopcoronavirus
#stopcovid19
#სიახლე
#კორონავირუსი
#კოვიდ19
Rustavi
Tbilisi
Kutaisi
Batumi
0