ღარიბაშვილი: ჩემთვის, როგორც რიგითი ქრისტიანისთვის, წარმოუდგენელი იყო აღდგომის არაღნიშვნა
75 Views
On.ge
Tbilisi · 5 months ago

თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისთვის როგორც "რიგითი ქრისტიანისთვის" აღდგომის არაღნიშვნა წარმოუდგენელი იყო. ამის შესახებ მინისტრმა გადაცემა ღია ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, საპატრიარქომ თავად მოუწოდა მოსახლეობას ნაკლებად ხალხმრავალი შეკრებისაკენ. მას მიაჩნია, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილება "ოქროს შუალედია"

"ჩვენ გვესმის, რომ რისკები ხალხმრავალ შეკრებებს ახლავს. მე პირადად რაც მოვისმინე, განცხადებაში იკითხება, რომ პრაქტიკულად ეკლესია და საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს, რომ იქ გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს. დისციპლინაც იქნება დაცული, მთავრობაც დაეხმარება მაქსიმალურად. რაც შეიძლება ნაკლები მრევლი მივა ეკლესიებში. ასე გავიგე მე", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

#politics #Coronavirus

ღარიბაშვილი: ჩემთვის, როგორც რიგითი ქრისტიანისთვის, წარმოუდგენელი იყო აღდგომის არაღნიშვნა
on.ge
On.ge
Tbilisi · 5 months ago
4
Write a comment