რომან კაკულიას თქმით, ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის მიღწეული შეთანხმება ამ ეტაპზე სწორია

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141621 საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რომან კაკულიას განცხადებით, ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის მიღწეული შეთანხმება ამ ეტაპზე სწორია.ამის შესახებ მან, "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ახლა "უფრო მეტი ხისტ ჩარევებს" შესაძლოა, რომ უფრო მეტი დაპირისპირების საგანი გამხადრიყო და "ჭკვიანური" გადაწყვეტილება არ იქნებოდა. "ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ეკლესიის პოზიცია და თითოეული მოქალაქის პოზიცია, რომელმაც თავისი გვერდზე მდგომი თანამოქალაქე არ უნდა ჩააყენოს უხერხულ მდგომარეობაში. იმ შემთხვევაშიც თუ მისი გაგებით მისი თანამოქალაქის შიში არის უსაფუძვლო, მითთვის ანგარიშის გაწევა რელიგიის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობაა და სწორედ ასე უნდა იქნა ეს დანახული, " - აცხადებს კაკულია.
0