თუ "ღლიცინს" გავაგრძელებთ, ქვეყანას ექიმებიც აღარ ეყოლება - რატიანი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141623 თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ თუ მოსახლეობა ფიზიკური დისტანცირების და სახლში დარჩენის მითითებებს არ დაემორჩილება, საქართველოს შესაძლოა, ექიმებიც აღარ ჰყავდეს. ლევან რატიანის თქმით, ახალი კორონავირუსის შესახებ მსოფლიომ ბოლომდე ჯერჯერობით არაფერი იცის და ერთადერთი რაც დანამდვილებით ცნობილია, ფიზიკური დისტანცირების აუცილებლობაა. "ამ ვირუსის შესახებ ბოლომდე არც მე ვიცი და არცერთმა წამყვანმა ინფექციონისტმა. ერთადერთი რაც ვიცით მხოლოდ და მხოლოდ ამ ვირუსის ბიოლოგიური თვისებების შესახებ, ეს არის ფიზიკური დისტანცია, რაღა დროში გაიწელოს ეს ყველაფერი, არ დავსნებოვდეთ და არ წამოგვივიდეს ის გართულებები, რაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებშია. ბატონ პაატას [იმნაძეს] დიდ პატივს ვცემ, ნამდვილად ასე იქნება, დადგება მომენტი, რომ ექიმი ქვეყანას არ ეყოლება. ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვაქვს რესურსი და შესაძლებლობა. ყველას ვთხოვ და მოვთხოვ, ეს იქნება ერი თუ ბერი, ფიზიკური დისტანცია დავიჭიროთ. არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ მე მყავს 3 შვილი და თვენახევარია ჩემი ოჯახის არცერთი წევრი არ მინახავს. განა არ მენატრება, იმაზე მეტად მენატრება, ვიდრე სხვებს, მაგრამ მეორე მომენტია, ეს ცხოვრება დაგვიდგა, უნდა დავცილდეთ ერთმანეთს რომ გადავრჩეთ. ვერ წარმოუდგენია ადამიანებს რა ხდება ჩვენს რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები, იმიტომ რომ ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ. გამოძვრნენ ახალგაზრდები, მაგრამ ასაკოვანი ადამიანები მიჯაჭვული არიან. ამ ხრჩობის ყურება ძალიან ძნელია ჩვენთვის. ნუ გაგვაკეთებინებთ იმას, რომ ჩვენც დავიხოცოთ".
0